სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა
საქართველო მულტიკულტურული სახელმწიფოა, ამ კუთხით კი გამორჩეული აჭარის რეგიონი, სადაც დესტრუქციული ძალების მხრიდან, რელიგიური და ეროვნული განსხვავებულობა გამოიყენება საზოგადოებრივი ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივების წინაპირობად. აქედან გამომდინარე, რელიგიურ თუ ეროვნულ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტების პრევენციისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ველის შექმნა, რომელიც განსხვავებული რელიგიურ ჯგუფების წარმომადგენლებს გაუცხოების დაძლევაში, ნეგატიური დამოკიდებულებების გადალახვასა და კომუნიკაციების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამ კუთხით ეფექტურია საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ აპრობირებული ინტერკონფესიური პლატფორმების გამოყენება. რომელიც განსხვავებული მენტალობის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ერთმანეთის სულიერი და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალებას აძლევს, აფართოვებს მათი ცნობიერების დიაპაზონს. კომუნიკაცია და ინფორმაციის ინტენსიური ურთიერთმიმოსვლა, მცდარი შეხედულებების გამო წარმოშობილ მიუღებლობასა და შიშებს ამცირებს, განსხვავებული რელიგიურ ჯგუფების წარმომადგენლებს გაუცხოების დაძლევაში ეხმარება და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ტოლერანტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.