ძირითადი მიზნები

ზოგადი ინფორმაცია

  1. ორგანიზაციის სრული დასახელება: მწვანე სექტორი (GREEN SECTOR)
  2. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
  3. ორგანიზაციის რეგისტრაციის თარიღი: 10.08.2016
  4. საიდენტიფიკაციო ნომერი: 445490282
  5. მისამართი: ბათუმი. შ. ხიმშიაშვილის # 11. ბინა 5
  6. საკონტაქტო ინფორმაცია: info.greensector@gmail.com
  7. ტელეფონი: 555 79 12 00

მისია

ორგანიზაციის მისწრაფებაა საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც მოქალაქეებს შეექმნებათ ფართო არეალი და მოქმედებათა სივრცე, საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისათვის.

ძირითადი მიზნები:

  1. საზოგადოების წევრებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, ჰუმანური იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების, ღია და თავისუფალი პლატფორმის ფორმირება;
  2. მოქალაქეების საზოგადოებრივი თვითშეგნების გაზრდა და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მათი ჩართულობის დონის ამაღლება;
  3. სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის მხარდაჭერა და მმართველობის ყველა დონეზე, პროგრესული სოციალური ცვლილებების ინიცირება;
  4. ქვეყანაში პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლება, დასაქმების და ეკონომიკური შემოსავლების მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნა;
  5. განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროებების მქონე პირების ინტერესების დაცვა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  6. განსხვავებულ ეთნიკურ, რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონტაქტების გაღრმავება და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის სტიმულირება;
  7. სამოქალაქო საზოგადოების სუბიქტების ორგანიზაციული პოტენციალის განვითარება და საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა;
  8. მწვავე ეკოლოგიური პრობლემების ფართოდ წარმოჩენა და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრინციპებისა და იდეების პოპულარიზაცია;
  9. ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება და მათი მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა;
  10. თაობათაშორისო დიალოგის წარმართვა და არსებული პროგრესის, თაობიდან თაობაში განგრძობადობის მხარდაჭერა.