იურისპრუდენციის მაგისტრი, 2010 - 2016 წლებში ორგანიზაცია ,,ბორჯღალი“-ს თავმჯდომარე, 2016 წლიდან - დღემდე, მწვანე სექტორი თავმჯდომარე. განვლილ წლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი, ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნას“ პროგრამების მენეჯერი და საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასის“ ფონდების მოძიების სპეციალისტი. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეგიდით განხორციელებული 32 პროექტის ავტორი და დირექტორი.
იურისპრუდენციისა და კონფლიქტოლოგიის მაგისტრი, სხვადასხვა პროფილით, არასამთავრობო სექტორში (ორგანიზაციები: ჩვენი თაობა, ბორჯღალი, ფლორა და ფაუნა, სენი) მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებით, ასევე 2016-2018 წლებში სახალხო დამცველის ოფისის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2018-2019 წლებში კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2020 წლიდან კი ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
ბიოლოგიის მეცნიერებათა დაქტორი, ეკოლოგიის ექსპერტი, იქთიოლოგიის, მეთევზეობის და აქვაკულტურის სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილებით, ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნას“ და საკონსულტაციო კომპანია ,,ნექტონ კონსალტინგის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2016 – 2019 წლებში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი.
ორგანიზაციის ფინანსური რესურსების რეალიზაციის, მართვისა და საგადასახადო ანგარიშგების საკითხთა მენეჯერი. 2011-2014 წლებში საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი, 2014-2015 წლებში კი ამავე დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების მე-5 სამმართველოს უფროსი. 2015-წლიდან კი შპს ,,აი ენ ემ აუდიტ კომპანი“ მმართველი პარტნიორი.