პროექტები

ევროპული არჩევანით - სამართლიანი არჩევნებისკენ

მიზანი:  მაღალმთიან აჭარაში, ევროპული ღირებულებების შესახებ, ახალგაზრდების ცნობიერებითი დონის ამაღლება, მათი სამოქალაქო თვითშეგნების გაძლიერება და არჩევნებში მონაწილეობის სტიმულირება.
ამოცანები:
    დემოკრატიული იდეების გამავრცელებელთა ახალგაზრდული მოხალისეობრივი კონტინგენტის ფორმირება; 
    ევროპული ღირებულებების შესახებ ზემო აჭარის სოფლებში საინფორმაციო კამპანიის განხორციელება.
ძირითადი საქმიანობები:
o    ევროპული ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების, არჩევნების პოლიტიკური ფუნქციისა და სოციალური დანიშნულების შესახებ საზაფხულო სკოლა ,,ევრო 2018“-ის ჩატარება;
o    ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ზემო აჭარაში კომპლექსური საინფორმაციო კამპანიის განხორციელება. 

განხორციელების პერიოდი: 01.08.2018 – 30.09.2018
დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი