შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე
31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს, ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში (UNDP/GEF SGP), ბათუმის აკვარიუმსა და დელფინარიუმში სტუდენტებისათვის ღია კარის დღე მოეწყო, ახალგაზრდებმა მოინახულეს დელფინარიუმში და აკვარიუმში მობინადრე უნიკალური სახეობები და გაეცნენ ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში არსებობის სპეციფიკასა და თავისებურებებს. მწვანე სექტორი მადლობას უხდის შპს ,,შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს“ თანამშრომლობისთვის.