სიახლეები

საჯარო ლექცია

,,შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალი - გამოწვევები და პერსპექტივები“

   26 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში, გაიმართა ეკონომიკის ექსპერტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი აბაშიშვილის საჯარო ლექცია: ,,შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალი - გამოწვევები და პერსპექტივები“. დამსწრე აუდიტორიას - სტუდენტებს, აკადემიურ წრეებს, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, გიორგი აბაშიშვილმა გააცნო შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ძირითადი კომპონენტები, მოცემული საჭიროებები და თანამედროვე გამოწვევები, ამ კუთხით არსებული ე.წ. ,,ლურჯი ეკონომიკის“ წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა და მისი საქართველოში დამკვიდრების შესაძლებლობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპზე, საზღვაო ფერმერობის - მარიკულტურის განვითარების მნიშვნელობასა და მის ეკონომიკურ ღირებულებაზე. საჯარო ლექცია გაიმართა ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.