სიახლეები

კონფერენცია

აჭარის რეგიონში რელიგიურ-შემეცნებითი ტურიზმის 
განვითარების პერსპექტივები

   ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“, ,,საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს: ,,ტოლერანტობის ბილიკი“, რომლის მიზანია აჭარის ტურისტულ სექტორში ახალი პროფილის და პერსპექტიული მიმართულების - რელიგიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, მომზადდა სპეციალური ტურისტული მარშრუტი, რომელიც საშუალებას მისცემს ვიზიტორებს, გაეცნონ აჭარის რელიგიურ მრავალფეროვნებას, მოინახულონ სხვადასხვა კონფესიათა სალოცავები და საკულტო ადგილები, იხილონ რელიგიათა თანაარსებობის პრაქტიკული მაგალითები. 23 სექტემბერს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, გაიმართა კონფერენცია, სადაც მწვანე სექტორმა წარმოადგინა მოცემული პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის შედეგები და დეტალურად იქნა განხილული აჭარის რეგიონში რელიგიურ-შემეცნებითი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. არსებული პოტენციალი და მისი რეალიზაციის შესაძლებლობები.