პროექტები

პროგრესული სოციალური ცვლილებების ინიცირება

თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უზრუნველყოფაში, აკვაკულტურის როლი იზრდება და პრიორიტეტული ხდება. მიუხედავად ამისა, საქართველოში მისი პოტენციალი არ არის სათანადოდ ათვისებული. ზღვა ქვეყნის უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრეა, საქართველოს ზღვის აკვატორია გამოირჩევა კარგი კლიმატური პირობებით და ეკოსისტემების მაღალი პროდუქტიულობით, რაც საზღვაო ფერმერობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, საზღვაო ფერმერობა ფართოდაა აპრობირებული და ის საექსპორტო ეკონომიკური შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. 2014 წლიდან, ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს აკვაკულტურის სფეროს დინამიურ განვითარებას. ევროპული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასტარტო ეტაპზე, აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა ხელშემწყობი მექანიზმების (კონსულტირება, საინფორმაციო მხარდაჭერა, დაბალპროცენტიანი კრედიტები, საგადასახადო შეღავათები) გამოყენებით, რომელიც ერთიანი და სტრუქტურული სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, მწვანე სექტორი აქტიურად მუშაობს საქართველოში აკვაკულტურის განვითარების მექანიზმების ფორმირებისა და ადვოკატირების მიმართულებით, საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადებული რეკომენდაციები და სამუშაო შეხვედრების რეჟიმში, დაინტერესებულ მხარეებთან გამართული დიალოგი, ხელს შეუწყობს პასუხისმგებელ ორგანოებს, რომ აკვაკულტურის გრძელვადიანი პოლიტიკის ფორმირებისა და მისი თანმიმდევრული განხორციელების პროცესში, როგორც უცხოური გამოცდილების, ასევე საქართველოში არსებული საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინება შეძლონ და ამ კუთხით ეფექტური სახელმწიფო რეგულაციების პრაქტიკაში დამკვიდრება უზრუნველყონ.