ტოლერანტობის ბილიკი
მიზანი: აჭარის რეგიონში რელიგიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით, რელიგიური მრავალფეროვნების სოციალური ღირებულების ფართოდ წარმოჩენა და მულტიკულტურული კომუნიკაციების გააქტიურება.
ამოცანები:
- რელიგიურ-შემეცნებითი ტურისტული მარშრუტის შექმნა და ტესტირება;
- რელიგიური ტურების გიდების საკადრო რესურსის მომზადება;
- რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიის ჩატარება.
ძირითადი საქმიანობები:
- რელიგიური ტურიზმის პოტენციალის და შესაძლებლობების შეფასება;
- ტოლერანტობის მეგზურთა სასწავლო კურსის ჩატარება;
- რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიის განხორციელება.
განხორციელების პერიოდი: 25.11.2018 - 25.09.2019
დონორი: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი