
ტოლერანტობის მისიონერები
მიზანი: აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო), რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კულტურის შესახებ, ახალგაზრდების ცნობიერებითი დონის ამაღლება.
ამოცანები:
,,ამბის თხრობის“ (Storytelling) შემეცნებითი რესურსის გამოყენებით, ლიბერალური ღირებულებებისა და ფასეულობების ფართოდ წარმოჩენა და აქტუალიზაცია;
ახალგაზრდებს შორის, ინფორმაციის გაცვლისა და შეხედულებების გაზიარების ხელშეწყობისათვის, თანატოლგანმანათლებლობის (peer to peer) დანერგვა და გავრცელება.
ძირითადი საქმიანობები:
o ზემო აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ტოლერანტობის მისიონერთა სკოლის სასწავლო პროგრამის განხორციელება;
o ტოლერანტობის მისიონერთა კლუბის დაფუძნება და ზემო აჭარის სოფლებში თხრობითი პერფორმანსების ციკლის ჩატარება;
o ტოლერანტობის თემაზე ახალგაზრდული კომპლექსური ბლოგის შექმნა და მისი განახლებადობის უზუნველყოფა.
განხორციელების პერიოდი: 10.07.2017 - 10.05.2018
დონორი: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი