პროექტები

ტოლერანტობის ბილიკი

მიზანი:  აჭარის რეგიონში რელიგიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით, რელიგიური მრავალფეროვნების სოციალური ღირებულების ფართოდ წარმოჩენა და მულტიკულტურული კომუნიკაციების გააქტიურება.

ამოცანები:

  • რელიგიურ-შემეცნებითი ტურისტული მარშრუტის შექმნა და ტესტირება;
  • რელიგიური ტურების გიდების საკადრო რესურსის მომზადება;
  • რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიის ჩატარება.

 

ძირითადი საქმიანობები:

  • რელიგიური ტურიზმის პოტენციალის და შესაძლებლობების შეფასება;
  • ტოლერანტობის მეგზურთა სასწავლო კურსის ჩატარება;
  • რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიის განხორციელება.

 

განხორციელების პერიოდი: 25.11.2018 - 25.09.2019

 

დონორი: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი