პროექტები

საზღვაო ფერმერობა გარემოსდაცვითი ინტერესებისათვის

მიზანი:  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მარიკულტურის სპეციალიზაციის განვითარება და საზღვაო ფერმერთა კვალიფიციური კონტინგენტის ჩამოყალიბების მხარდაჭერა.
ამოცანები:
    მარიკულტურის პროფესიული სფეროს ფართოდ წარმოჩენა და პოპულარიზაცია;
    საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის შექმნა და პილოტირება;
    მარიკულტურის საგანმანათლებლო პროგრამაში პრაქტიკული კურსის ინტეგრირება;
    საზღვაო ფერმერთა კოოპერირებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. 


ძირითადი საქმიანობები:
o    მარიკულტურის პროფესიული სფეროს წარმოსაჩენად საინფორმაციო კამპანიის განხორციელება;
o    საზღვაო ფერმერობის შესახებ სასწავლო პროგრამის მომზადება და საპილოტე კურსის ჩატარება;
o    მარიკულტურის სადემონსტრაციო ცენტრის გახსნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
o    საზღვაო ფერმერთა ასოციაციის ორგანიზაციული პოტენციალისა და შესაძლებლობების გაძლიერება. 

განხორციელების პერიოდი: 01.07.2019 - 30.06.2020
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში (UNDP/GEF SGP)