
მარიკულტურის პროფესიული განათლების პროგრამა
მიზანი: საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში მარიკულტურის (საზღვაო ფერმერობის) სპეციალიზაციის განვითარების ხელშეწყობა.
ამოცანები:
მარიკულტურის პოტენციალისა და შესაძლებლობების ფართოდ წარმოჩენა და პოპულარიზაცია;
მარიკულტურის სასწავლო კურსის პროფესიული სასწავლებლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირება;
საზღვაო ფერმერთა პირველი სტრუქტურიზებული კონტინგენტის ფორმირება;
მარიკულტურის სპეციალიზაციის განვითარების კუთხით, მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.
ძირითადი საქმიანობები:
o მარიკულტურის, როგორც საქართველოში ახალი პროფესიული სფეროს ფართოდ წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება;
o საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი ვრცელი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის ჩატარება;
o საზღვაო ფერმერთა პროფესიული გაერთიანების დაფუძნება და მისი ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;
o საკოორდინაციო ჯგუფის სახით, მარიკულტურის განვითარების საკითხებზე მულტისექტორული დიალოგის პლატფორმის შექმნა.
განხორციელების პერიოდი: 15.06.2018 - 15.12.2018
დონორი: ISWD, MCC, MCA Georgia