პროექტები

ინტერკონფესიური პლატფორმა სამუზეუმო სივრცეში

მიზანი: ბათუმის რელიგიის მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პოტენციალის და მისი საზოგადოებრივი ფუნქციის განვითარების ხელშეწყობა, რელიგიური მრავალფეროვნების სოციალური ღირებულების ფართოდ წარმოჩენისა და მულტიკულტურული კომუნიკაციების გაუმჯობესებისათვის. 

ძირითადი საქმიანობები:
    რელიგიის მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, საგანმანათლებო-შემეცნებითი და ინტერკონფესიური შეხვედრებისათვის სივრცის მოწყობა;
    მუზეუმის პოპულარიზაციის აქტივობების განხორციელება; 
    მუზეუმის თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგ-კურსის ჩატარება; 
    მუზეუმში ინტერკულტურული ხასიათის საინფორმაციო და საკომუნიკაციო შეხვედრების ციკლის ორგანიზება;
    რელიგიის მუზეუმსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის მყარი ურთიერთკავშირების ჩამოყალიბების მხარდაჭერა.

განხორციელების პერიოდი: 25.12.2019 - 30.10.2020

დონორი: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი